რა ღირს და სად შეიძენთ ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ოქროს ზოდებს

04-12-2023 11:51:33 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს ზოდების გამოშვება დაიწყო. ზოდის შეძენა კომერციულ ბანკებშია შესაძლებელი.

20-გრამიანი და 1 კგ-იანი ზოდების გაყიდვა დღეიდან დაიწყო.

"ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

  • 20-გრამიანი ზოდის ღირებულება 3732 ლარია.
  • 1 კგ-იანი ზოდის ფასი კი 186 612 ლარია.

ორივე შემთხვევაში საშუალოდ 1 გრამის ღირებულება 187 ლარი გამოდის.

ეროვნული ბანკის ვებ–საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველა ზოდს აქვს უნიკალური ნომერი და დამზადებულია დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები