![კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილი გოლი 2023 წლის სერია A-ს საუკეთესო გოლად დაასახელეს [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/100_RgCHFG3.jpg)
კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილი გოლი 2023 წლის სერია A-ს საუკეთესო გოლად დაასახელეს [ვიდეო]
05/12/2023 06:23:46 საზოგადოება
გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტას“ კარში გატანილი ბურთი იტალიის სერია A-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს – ინფორმაციას გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელს ჯილდო იტალიის წლის ტრადიციულ საფეხბურთო დაჯილდოებაზე გადასცეს, რომელიც მილანში გაიმართა.
„ლუჩანო სპალეტი და „ნაპოლის“ ქართველი ტალანტი საფეხბურთო საღამოზე ერთმანეთს გადაეხვივნენ. სპალეტი ხვიჩას მილანში, სერია A-ს წლის შემაჯამებელ საღამოზე შეხვდა. ეს მათი პირველი შეხვედრა იყო 4 ივნისის შემდეგ, როდესაც „ნაპოლიმ“ სპალეტის ხელმძღვანელობით სერია A-ში ბოლო მატჩი ჩაატარა“, – წერს „არეანაპოლი“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში, სერია A-ს 26-ე ტურში, 11 მარტს „ატალანტას“ შესანიშნავი გოლი გაუტანა, რომელიც ჯერ – ტურის, შემდეგ – თვის, ახლა კი წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.