Accentnews.ge
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა

05/12/2023 08:26:26 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნორვეგიის ახალ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

თავადაცვის უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ დიპლომატს ნორვეგიის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივ, ევროკავშირთან და ნატო–სთან თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე, რაც ხელსუწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ტრანსფორმაციის პროცესს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), როგორც ყველაზე ეფექტიანი პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობა.

მინისტრმა ნორვეგიის მხარეს მადლობა გადაუხადა SNGP-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ნდობის ფონდში შეტანილი ფინანსური კონტრიბუციისთვის. საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივ ფორმატში ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს ეროვნულ გვარდიებს შორის ერთობლივ სწავლებებსა და ტრენინგებს, ასევე სამხედრო განათლების სხვადასხვა მიმართულებებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S