Accentnews.ge
სომხეთი ОДКБ-ს კიდევ ერთ ღონისძიებას გამოტოვებს

სომხეთი ОДКБ-ს კიდევ ერთ ღონისძიებას გამოტოვებს

05/12/2023 11:07:47 კავკასია

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს მე-16 პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს,– იუწყება სომხური მედია სიმონიანის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

სესია მოსკოვში გაიმართება.

„სომხეთის პარლამენტის დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას შეხვედრებში. სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა გადაწყვეტილება ოფიციალური წერილით აცნობა რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს, რომელიც 23 ნოემბერს მინსკში გაიმართა, არც ნიკოლ ფაშინიანი დაესწრო. ბელარუსში ჩასვლაზე უარი თქვეს ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. მანამდე სომხეთმა უარი თქვა, ორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი წვრთნებისთვის საკუთარ ტერიტორიაზე ემასპინძლა.

-

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S