Accentnews.ge
სპეციალური საგამოძიებო სამსახური: მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური: მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს

05/12/2023 12:10:46 სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებამ მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა.

მისი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებულმა სამართალდამცველმა, 2023 წლის 4 დეკემბერს, ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილში ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალისგან დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც სამართალდამცავი ოჯახში ძალადობისთვის იქნა დაკავებული. დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ სამართალდამცველს ბრალდება 48 საათში წარედგინება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S