Accentnews.ge
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

05/12/2023 15:38:29 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე 23 წლის პოლიციელის გიგი ოთიაშვილისა და 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ნოდარ ვაშაკიძეს პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვა – 10 000-ლარიან გირაოს.

დაკავებული ბრალდების ფორმულირებას არ ეთანხმება. კერძოდ, სხდომაზე თქვა, რომ თავს იცავდა და წაქცეულს პოლიციელი არ დაუნახავს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S