
მედია: უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ნაწილი სავარაუდოდ, აზერბაიჯანში იწარმოება
05/12/2023 17:50:40 კავკასია
უკრაინის არმიისთვის საბრძოლო მასალის ნაწილი სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იწარმოება,– იუწყებიან RTVI-მ და ომის მხარდამჭერი ბლოგერები.
ერთი დღით ადრე უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტმა რომან ბოჩკალამ თავის არხზე გამოაქვეყნა ფოტოები და ვიდეოები D-30 ჰაუბიცებისთვის 122 მმ დიამეტრის ჭურვების წარმოების. ბოჭკალამ აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალა იწარმოება „ერთ-ერთ პარტნიორ ქვეყანაში“, თუმცა არ დაუკონკრეტებია.
ერთ-ერთ ფოტოზე RTVI-მ აღმოაჩინა დაფა 2014 წელს დაარსებული Palladium Defense and Security Solutions-ის ლოგოთი. კომპანიის ოფისი მდებარეობს ბაქოში. კომპანია იგებდა სახელმწიფო ტენდერებს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს სამოქალაქო ბაზრისა და სამართალდამცავი ორგანოების დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კომპლექსური გადაწყვეტილებების მიწოდებას.
მედია აღნიშნავს, რომ შპს Palladium Defense and Security Solutions-ს ჰყავს პარტნიორები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საქართველოში, ჩეხეთსა და გერმანიაში.
უკრაინისთვის ჭურვების ყველაზე დიდი მიმწოდებელი შეერთებული შტატების შემდეგ სამხრეთ კორეაა. Washington Post-ის ცნობით, 41 დღეში ქვეყანამ 300 000-ზე მეტი 155 მმ-იანი ჭურვი ზღვითა და ჰაერით მიაწოდა. ამჟამად სამხრეთ კორეას აქვს 155 მმ ჭურვის ერთ-ერთი უდიდესი მარაგი მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა შეიმუშავა ინიციატივა უკრაინისთვის მილიონი ჭურვის წარმოებისა და შესყიდვის თაობაზე, მან ჯერ ვერ შეძლო ამ გეგმის განხორციელება.