Accentnews.ge
პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით დააკავეს

06/12/2023 06:58:29 სამართალი

პოლონეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 19 წლის გოგოს გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

გატაცებულიც სავარაუდოდ, ქართველია, რადგან პოლიციას მომხდარის შესახებ მისმა დედამ შეატყობინა, რომელიც სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ასევე საქართველოს მოქალაქეა.

"ახალგაზრდა ქალი კაცებმა ძალით წაიყვანეს მისი საცხოვრებელი ადგილიდან სკიერნიევიცეში. პოლიციამ გოგო სკიერნიევიციდან 180 კილომეტრში, ვირუსოვის რაიონში იპოვა. კაცებს ქალისთვის თავისუფლების აღკვეთა ედებათ ბრალად და მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი უახლოეს სამ თვეს პატიმრობაში გაატარებენ", – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

უწყების ცნობი, 1 დეკემბერს საქართველოს 43 წლის მოქალაქე სკიერნიევიცის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და აცნობათ, რომ მისი 19 წლის შვილი სამმა ქართველმა გაიტაცა. კრიმინალურმა დეპარტამენტმა მალევე შეძლო გამტაცებლების იდენტიფიცირება და 5 საათში მათი დაკავება.

დაკავებულები არიან 38, 37 და 33 წლის პირები. 19 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სავარაუდო დამნაშავეებს ოფიციალურად ბრალი 3 დეკემბერს წარუდგინეს, 4 დეკემბერს კი სასამართლომ მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S