Accentnews.ge
ალიევი: აზერბაიჯანი და საქართველო ევროპაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია

ალიევი: აზერბაიჯანი და საქართველო ევროპაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია

06/12/2023 13:07:57 კავკასია

აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფორუმზე „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და სირთულეები“.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ენერგეტიკით არ შემოიფარგლება. „ამ თანამშრომლობის წყალობით ჩვენ შევძელით წარმოგვეჩინა საკუთარი თავი - ორივე ქვეყანა - როგორც ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდი ევროპაში“, - აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის რეგულარულად სტუმრობს საქართველოში, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – აზერბაიჯანს.

"ამ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება", – განაცხადა ალიევმა და დასძინა: „სრულიად გვესმის საქართველოს სურვილი, გაწევრიანდეს ევროკავშირში, ვუსურვებ ქართველ მეგობრებს წარმატებებს ამ საქმეში და ვულოცავ მათ სტატუსის [ევროკავშირის წევრობის კანდიდატის] მინიჭებას“.

ბაქოში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას ალიევმა ასევე კომენტარი გააკეთა სომხეთთან მოლაპარაკებების პროგრესზე. ალიევი ამბობს, რომ ის ელოდება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დადასტურებას „არა დეკლარაციებით, არამედ ხელმოწერებით“. „ჩვენი მიზანი არ არის სომხეთის ტერიტორიის ოკუპაცია“, - განაცხადა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S