Accentnews.ge
FBI დაეხმარება კვიპროსის პოლიციას სანქციების დარღვევების გამოძიებაში

FBI დაეხმარება კვიპროსის პოლიციას სანქციების დარღვევების გამოძიებაში

06/12/2023 13:38:11 მსოფლიო

ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები ჩავიდნენ კვიპროსში, რათა დაეხმარონ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გამოძიებაში. იტყობინება The Guardian.

მოსალოდნელია, რომ კვიპროსის სამართალდამცავებს 24 –კაციანი გუნდი დაეხმარება, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე კვირას ჩავიდნენ.

"იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კვიპროსელი ინსპექტორების დახმარებას რაც შეიძლება მალე შეუდგნენ. მათ აქვთ ახლებური მიდგომა", - განაცხადა კვიპროსის მთავრობის სპიკერმა იანის ანტონიუმ.

ამერიკელი გამომძიებლები გაარკვევენ, თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი იურისტები და ბუღალტრები კრემლთან დაკავშირებულ მდიდრებს ევროკავშირის სადამსჯელო ზომებისგან თავის დაღწევაში.

აშშ-ის გუნდში შედიან ექსპერტები აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელიდან, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან სანქციების დარღვევისა და ფულის გათეთრების გამოვლენაში საბანკო ოპერაციების ანალიზის გზით.

სავარაუდოდ, კვიპროსის ხელისუფლება ითხოვს სპეციალურ დახმარებას ალექსეი მორდაშოვის, რუსი ლითონების, სამთო და საბანკო მაგნატის საქმეში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S