
სამართალდამცველებმა "ევროპული საქართველოს" წევრი არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს
07/12/2023 15:55:56 სამართალი
სამართალდამცველებმა "ევროპული საქართველოს" ვანის ორგანიზაციის წევრი კობა ძაგნიძე დააკავეს.
ბრალდება არასრულწლოვნის მიმართ იძულებაა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ კობა ძაგნიძის დაკავების შესახებ რამდენიმე საათის წინ შეიტყვეს.
"ბრალდება მძიმეა, ევროპული საქართველო ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.