Accentnews.ge
თბილისში,  ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისში, ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

08/12/2023 13:12:23 რეგიონები, რეკლამა

თბილისში, ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან 11 დეკემბრის 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბელიანის N26-დან ანტონ ფურცელაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით“, – აცხადებენ მერიაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S