Accentnews.ge
ალიევი ე.წ. შუა დერეფნის კონტექსტში საქართველოს ალტერნატიულ მიმართულებაზე ლაპარაკობს

ალიევი ე.წ. შუა დერეფნის კონტექსტში საქართველოს ალტერნატიულ მიმართულებაზე ლაპარაკობს

08/12/2023 13:41:55 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ე.წ. შუა დერეფნის კონტექსტში საქართველოს ალტერნატიულ მიმართულებაზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ბაქო ამ დერეფანში ნახიჩევანის ჩასმას ცდილობს და თურქეთთან ამგვარად დაკავშირებას.

„ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ ეს გზა სომხეთის გავლით გაგვეგრძელებინა, მაგრამ სომხეთმა უარი თქვა. ამდენად, შევთანხმდით ირანულ მხარესთან და უკვე ვაშენებთ სამანქანო ხიდს, შემდეგ კი რკინიგზისთვის ავაშენებთ სომხეთის გვერდის ავლით. ასევე, მდინარე არაზის სამხრეთ ნაპირზე დაახლოებით 50 კილომეტრის სიგრძის რკინიგზას ვაშენებთ. ეს მარშრუტი ნახჩევანზე გაივლის, შემდეგ კი იქნება კავშირი თურქეთის სარკინიგზო სისტემასთან – როგორც თურქულმა მხარემ გვაცნობა, ყარსი-ნახჩევანის რკინიგზის მშენებლობა იგეგმება. ამრიგად, ეს იქნება შუა დერეფნის კიდევ ერთი გაფართოება - ერთი გადის საქართველოდან ყარსის და ხმელთაშუა ზღვის პორტებისკენ, მეორე – ზანგილანის, ირანის, ნახიჩევანის და ისევ თურქეთის გავლით. ეს ზრდის ფიზიკურ შესაძლებლობებს, მაგრამ ეს გზა კომერციულად უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ. ამისთვის ჩვენ უკვე შევქმენით თანამშრომლობის ძალიან ეფექტური ფორმატი აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და თურქეთს შორის“,– თქვა ალიევმა.

ალიევმა თქვა ისიც, რომ რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოება ორიოდ თვეში დასრულდება. მანამდე ანალოგიური განცხადება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროშიც გაკეთდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S