Accentnews.ge
ჯანყი ოდესის კოლონიაში, არიან დაშავებულები

ჯანყი ოდესის კოლონიაში, არიან დაშავებულები

27/05/2019 13:16:27 სხვა, მსოფლიო

ოდესის #51 საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში არეულობებს ხანძარი მოჰყვა, არიან დაშავებულები. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კოლონიის შენობასთან სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს ეროვნული გვარდიისა და პოლიციის დამატებითი ძალების გადასროლა. 

როგორც ადგილობრივი გამოცემა "დუმსკაია" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, შენობაში 500–მდე ადამიანია გამაგრებული, მათგან ერთი მსჯავრდებული და ბადრაგის ოთხი თანამშრომელი დაშავებულია, დაღუპულები არ არიან, გაქცეულია რამდენიმე პატიმარი. 

როგორც სოციალურ ქსელში უკრაინის სახელმწიფო პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი სერგეი სტარენკი წერს, კონფლიქტი ოდესის კოლონიაში ხუთი დღის წინ დაიწყო, 27 მაისს კი გამწვავდა. ამის მიზეზი შესაძლოა, კოლონიაში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, ან რეჟიმის გამკაცრება გამხდარიყო. 

"დუმსკაიას" მონაცემებით, ბუნტს წინ უძღოდა პატიმრებისთვის პაემნების და საერთო კვების გაუქმება მას შემდეგ, რაც ერთ–ერთმა მსჯავრდებულმა სასადილოში ციხის თანამშრომელი დანით დაჭრა. გარდა ამისა, როგორც გამოცემას წყარო უყვება, კოლონიის ხელმძღვანელობა დაჰპირდა პატიმრებს, რომ 27 მაისს სპეცდანიშნულების რაზმის წვრთნებს მოუწყობდა.

კოლონიაში მიდმინარე მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე შემდეგი მუხლით აღიძრა – "მოქმედებები, რომლებიც გაოსასწორებელი დაწესებულების მუშაობის დეზორგანიზებას ახდენს". 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S