Accentnews.ge
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

09/12/2023 11:08:40 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, არაგვის ხიდზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება, ხოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მიმდინარე წლის 8 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S