Accentnews.ge
პოლიცია სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოს და მის გამტაცებლებს ეძებს

პოლიცია სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოს და მის გამტაცებლებს ეძებს

10/12/2023 08:02:54 სამართალი

პოლიცია საკუთარი სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოსა და მის ექვს გამტაცებელს ეძებს.

შემთხვევა 9 დეკემბერს ფონიჭალაში მოხდა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გატაცებული არასრულწლოვანის მშობლები მედიასთან საუბრისას ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ერთ-ერთ გამტაცებელზე. თუმცა ერთი თვის წინ გოგომ მომავალ ქორწინებაზე უარი განაცხადა.

მათი თქმით, გამტაცებლები სახლში მაშინ შეიჭრნენ, როდესაც ოჯახში მხოლოდ ქალები იყვნენ და გოგო ძალის გამოყენებით გაიყვანეს სახლიდან.

გატაცებული გოგოს მშობლების ცნობით, კაცი, რომელმაც მათი არასრულწლოვანი შვილი გაიტაცა, რუსეთის მოქალაქეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S