
შსს: სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი შემცირებულია
11/12/2023 06:56:57 სამართალი
მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში, სამოხელეო დანაშაულის 311 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 54 გახსნილია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია ასახული. უწყების ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სამოხელეო დანაშაულის 432 ფაქტი დარეგისტრირდა, შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული 28.01%-ით შემცირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 37, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 145, განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულების 16, ქრთამის აღების 26, ქრთამის მიცემის 6, ზეგავლენით ვაჭრობის 3, სამსახურებრივი სიყალბის 19 და სამსახურებრივი გულგრილობის 59 შემთხვევა გამოვლინდა.