
კურტ ვოლკერი ანაკლიის პორტზე:"მას აქვს პოტენციალი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს მომავლისა და უსაფრთხოებისთვის"
14/03/2019 10:57:14 თვალსაზრისი, კომენტარი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, TBC ბანკზე სასაუბროდ საქართველოს ექს პრემიერს ბიძინა ივანიშვილს რეზიდენციაში შეხვდა.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია "რუსთავი2"–თან საუბრისას განაცხადა.
"მთავარია, რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, კონტრაქტები, როგორ აღიქვამენ ინვესტორები საქართველოში არსებულ გარემოს. ესეც მნიშვნელოვანია თქვენი მომავალი რეპუტაციისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მხრიდან ჭკვიანი ხალხი კანონის უზენაესობის დაცვით, სწორად მოაგვარებენ ამ საკითხს. ასე უნდა მოხდეს. დასავლეთი დიდ იმედებს ამყარებს საქართველოზე და ამიტომ, მისგანაც დიდი მოლოდინები აქვს. ანაკლიის პორტი, პირველ რიგში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია. როდესაც ვფიქრობთ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რაღა თქმა უნდა, იგულისხმება სამხედრო უსაფრთხოება, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერება, რეფორმები, ეკონომიკის ზრდა, ტვირთების გადაზიდვა, ვაჭრობა. შესაბამისად, ამ პორტს აქვს პოტენციალი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს მომავლისა და უსაფრთხოებისთვის. თქვენ ახსენეთ ამ პროექტში ჩართული ამერიკული კომპანიები. ვაშინგტონის აზრით, ჩვენ კი არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ანაკლიის მიმართ, არამედ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, საქართველო იყოს წარმატებული, პროგრესული და დაცული ქვეყანა. ამ პროექტს შეუძლია, ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს,“ - განაცხადა კურტ ვოლკერმა.
ვოლკერი რუსეთის ეჭვებზეც საუბრობს, რომ პორტმა შესაძლოა, ამერიკული წყალქვეშა გემებიც მიიღოს. ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ პორტი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მან როგოც გემები, ასევე წყალქვეშა ნავებიც მიიღოს.
„პორტი, თავის თავად ნიშნავს, რომ უნდა მიიღოს გემებიც და წყალქვეშა ნავებიც. ამაში ახალი არაფერია,“ - აღნიშნა ვოლკერმა.
კურტ ვოლკერი იმედს გამოთქვამს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განვითარების გზას დაადგება.
„მე მჯერა, რომ ეს პროექტი წინ წავა. ეს საქართველოს ინტერესებშია, რადგან ყველა მხარეს სურს. დარწმუნებული ვარ, ქართველები ამ პროექტის განხორციელების გზას გამოძებნიან,“ - აცხადებს კურტ ვოლკერი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021