
ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა
12/12/2023 07:51:08 კავკასია
აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის "ახალი აზერბაიჯანის" კანდიდატი მოქმედი ლიდერი ილჰამ ალიევი იქნება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ტაირ ბუდაგოვმა განაცხადა.
"2024 წლის 7 თებერვალს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი "ახალი აზერბაიჯანის" პარტიის კანდიდატი ილჰამ ალიევი იქნება. პარტიის გამგეობა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის დასრულებას აპირებს. შეხვედრის დრო უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - განაცხადა მან.
საინფორმაციო სააგენტო APA-ს ცნობით, ბუდაგოვმა ასევე განაცხადა: „მრავალი წლის განმავლობაში ყველა ამბობდა, რომ ვინც გაათავისუფლებს ყარაბაღს, ის იქნება ჩვენი მარადიული პრეზიდენტი. ვფიქრობ, ილჰამ ალიევმა ეს თანამდებობა დაიმსახურა თავისი 20–წლიანი პოლიტიკით, აზერბაიჯანელი ხალხის სამსახურით და ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებით. ამ ხედვას მხარს უჭერს აზერბაიჯანის ყველა პატრიოტი. (პარტიის) გამგეობის სხდომაზე ყველა თავის აზრსაც გამოთქვამს“.
7 დეკემბერს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ილჰამ ალიევმა გამოაცხადა. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო.