Accentnews.ge
15 დეკემბერს მულტიფუნქციური ცენტრი „სექრეთ გარდენი“ ქარვასლას ივენთ ჰოლში პროექტს „ვინთერ ვანდერლენდი“ საზეიმოდ გახსნის

15 დეკემბერს მულტიფუნქციური ცენტრი „სექრეთ გარდენი“ ქარვასლას ივენთ ჰოლში პროექტს „ვინთერ ვანდერლენდი“ საზეიმოდ გახსნის

12/12/2023 10:15:17 საზოგადოება, რეკლამა

15 დეკემბერს მულტიფუნქციური ცენტრი „სექრეთ გარდენი“, რომლის მიზნობრიობაც ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციაა, ქარვასლას ივენთ ჰოლში, პროექტს „ვინთერ ვანდერლენდი“ საზეიმოდ გახსნის.

პროექტის მიზანი, ერთი მხრივ საზოგადოებაში შობა-ახალი წლის ამაღლებული, სადღესასწაულო განწყობის შექმნაა, ხოლო მეორე მხრივ ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ერთ სივრცეში (არტ ჰოლი ქარვასლა) ყველა იმ კომპანიის, მეწარმისა და ფიზიკური პირის წარდგენაა, ვინც ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად და ბუნებრივი პროდუქტების გამოყენებით ბიზნეს , არტ, თუ კულტურულ საქმინობას ეწევა .

15 დეკემბრისთვის ყველასთვის ცნობილი ქარვასლას ისტორიული ივენთ ჰოლი, ახალი სიცოცხლითა და მწვანე ენერგიით გაიხსნება. ერთ სივრცეში ივენთ ჰოლი უამრავ საინტერესო მიმართულებას გააერთიანებს- აქ თქვენ გიმასპინძლებთ: მწერლების ბარი, მწვანე გვირაბი - ქოთნის მრავალფეროვანი ნაძვის ხეების არჩევანით, სამღებრო სახელოსნო - „კავკასიის ფერები“, ქარველი დიზაინერების, მეწარმეების, მხატვრების ნატურალური ხელნაკეთი აქსესუარები და პროდუქტები.

პროექტი “ზამთრის საოცრება“ ერთი თვის მანძილზე - 15 იანვრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის მანძილზე საზოგადოებას საოცარ სიურპრიზებს პირდება. 15 იანვრის შემდეგ, კი ქარვასლას ივენთ ჰოლი, ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გააგრძელებს ფუნქციონირებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S