
ქვა-ნახშირის კარიერში მიწის მასამ მუშა მოიყოლა
27/05/2019 13:34:39 სხვა, სამართალი
ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 112-ში შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება. სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველთა ჯგუფი.
ადგილზე, ასევე, იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.