Accentnews.ge
თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ NATO-ს კიბერსწავლებაში - „Cyber Coalition 2023“ მონაწილეობა მიიღო

თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ NATO-ს კიბერსწავლებაში - „Cyber Coalition 2023“ მონაწილეობა მიიღო

12/12/2023 12:57:41 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ NATO-ს კიბერსწავლებაში - „Cyber Coalition 2023“ მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდაცვითი სწავლება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობდა.

„აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

კიბერსწავლების მიზანს კიბერსივრცეში NATO-ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება, კიბერინციდენტების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენდა. სწავლებაში მონაწილეობა NATO-ს, ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S