
სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს
13/12/2023 10:37:13 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
შესაბამისი საკითხზე მას კითხვა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი რისკის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს“.
კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა კითხვას, "იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ევროპული მომავალი რისკის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა საარჩევნო რბოლაში რაიმე ფორმით მონაწილეობას", მან ასე უპასუხა:
„თუ საქართველოს ევროპული მომავალი რისკის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ“.