სომხეთმა და აზერბაიჯანმა ტყვეები საზღვარზე გაცვალეს

13-12-2023 17:25:54 კავკასია

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოთხშაბათს თავიანთ საზღვარზე გაცვალეს სამხედრო ტყვეები.

გაცვლა სავარაუდოდ მოიცავდა აზერბაიჯანის მიერ 2020 წლის ბოლოს ტყვედ აყვანილი 32 სომეხის გათავისუფლებას. სანაცვლოდ, სომხეთმა მეორე მხარეს გადასცა ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომლებიც მას 2023 წლის აპრილიდან ჰყავდა დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ბაქომ და ერევანმა 7 დეკემბერს გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც საუბარი იყო, ტყვეთა პატიმრების გაცვლაზე. შეთანხმების ფარგლებში სომხეთმა მოხსნა კანდიდატურა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP-29) მხარეთა კონფერენციის 29-ე სესიაზე და მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის კანდიდატურას.

გარდა ამისა, მხარეებმა აღნიშნეს, რომ განაგრძობენ მოლაპარაკებებს ნდობის აღდგენისთვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით და მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის დამყარებას.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა არარატ მირზოიანმა დღეს განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი განიხილავენ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარების გაყვანის იდეას.

„ჩვენ გვჯერა, რომ ჯარების გაყვანას ნამდვილად დადებითი ეფექტი ექნება და ხელს შეუწყობს შესაძლო ახალი ესკალაციის თავიდან აცილებას. მე არ ვამბობ, რომ ამაზე შეთანხმება გვაქვს. ეს არის იდეა, რომელიც განიხილება“, - განაცხადა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები