Accentnews.ge
კადიროვი წუხს, რომ მისმა მოზარდმა შვილმა არ მოკლა დაუცველი პატიმარი

კადიროვი წუხს, რომ მისმა მოზარდმა შვილმა არ მოკლა დაუცველი პატიმარი

14/12/2023 08:26:52 კავკასია

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თავისი შვილის მიერ დაუცველი პატიმრის ცემის ფაქტს და თქვა, რომ მსგავს ქცევას "პატივად მიიჩნევს".

კადიროვის თქმით, რადგან სასამართლომ ადამის დასჯის გადაწყვეტილება არ მიიღო, ეს არც ჩეჩნეთის მთავრობამ უნდა ქნას.

"რისთვის დავსაჯოთ? იმისთვის, რომ მან სცემა აგენტს, ადამიანს, რომელმაც ყურანი დაწვა? კარგი იქნებოდა, მოეკლა". – თქვა კადიროვმა.

25 სექტემბერს კადიროვის ტელეგრამ–არხზე გამოჩნდა "პოსტი" ვიდეოს თანხლებით, რომელზეც ჩანს, როგორ სცემს მისი შვილი ადამი დაუცველ პატიმარს – ნიკიტა ჟურაველს, რომელიც დააკავეს ვოლგოგრადში ყურანის დაწვისთვის. საქმე გამოძიებისთვის კანონსაწინააღმდეგოდ გადავიდა ჩეჩნეთში, თავად დაკავებული გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სწორედ იქ განხორციელდა მასზე ძალადობა.

ამის შემდეგ დაიწყო მოზარდის დაჯილდოების სერია: მან მიიღო 8 ორდენი. ასევე დანიშნეს საკუთარი მამის უსაფრთხოების სამსახურის მეთაურად და შეიხ მანსურის ბატალიონის კურატორად.

მოგვიანებით ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ მიმართა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ადმინისტრაციებს კადიროვის მოზარდი ვაჟის „მხარდაჭერის“ მოთხოვნით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S