Accentnews.ge
აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებითა და გაერო–ს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები

აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებითა და გაერო–ს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები

14/12/2023 10:40:58 კონფლიქტები, პოლიტიკა

აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებითა და გაერო–ს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაცია და "ბორდერიზაცია" ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტიბორ კოზმასა და დამკვირვებელთა ჯგუფს შეუერთდა. ელჩმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და კონფლიქტის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ.

შეერთებული შტატები აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები", – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S