Accentnews.ge
ავსტრიის საელჩო: გილოცავ, საქართველო, ავსტრია თქვენს გვერდით დგას და ზეიმობს

ავსტრიის საელჩო: გილოცავ, საქართველო, ავსტრია თქვენს გვერდით დგას და ზეიმობს

15/12/2023 06:50:30 პოლიტიკა

ავსტრიის საელჩო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

„გილოცავ საქართველო! გუშინ ისტორიული დღე იყო, ევროპულმა საბჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ავსტრია თქვენს გვერდით დგას და ზეიმობს! შემდეგი ეტაპი ევროპული კომისიის 9 რეკომენდაციის შესრულებაა. წარმატებას და ძალას გისურვებთ! ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას“, - ნათქვამია საქართველოში ავსტრიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინასთან და მოლდოვასთან გაიხსნება მოლაპარაკებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S