Accentnews.ge
არგენტინამ უკრაინას შესაძლოა, ორი რუსული ვერტმფრენი გადასცეს

არგენტინამ უკრაინას შესაძლოა, ორი რუსული ვერტმფრენი გადასცეს

15/12/2023 07:15:40 მსოფლიო

არგენტინა რუსეთიდან შეძენილი ორი ვერტმფრენის, Mi-171E-ს უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ უკრაინული მედია Pucara–ზე დაყრდნობით წერს.

როგორც იუწყებიან, შესაბამის შეთანხმებას 10 დეკემბერს ბუენოს აირესში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდმირ ზელენსკის ვიზიტის დროს მიაღწიეს.

"ამჟამად მოლაპარაკებები შვეულმფრენებისთვის არგენტინული მხარის კომპენსაციის პირობებზე მიმდინარეობს." - წერს გადაცემა წყაროებზე დაყრდნობით და დასძენს, რომ შეერთებულმა შტატებმა არგენტინას შვეულმფრენების ღირებულების ანაზღაურება დანიიდან F-16-ის გამანადგურებლების შესყიდვის პირველი ტრანშის ნაწილის კომპენსირებით შესთავაზა.

შვეულმფრენები ამ დროისთვის ექსპლუატაციიდან გამოსულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S