Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: 110 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მოწინააღმდეგე კვლავ ცდილობს ავდეევკის ალყაში მოქცევას

უკრაინის გენშტაბი: 110 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მოწინააღმდეგე კვლავ ცდილობს ავდეევკის ალყაში მოქცევას

15/12/2023 11:37:01 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის გასულ 24 საათში 110 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია საუბარი.

სარდლობის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ყველაზე მეტი, ჯამში, 55 შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის გარშემო, ორი მიმართულებით. მოწინააღმდეგე კვლავ ცდილობს ავდეევკის ალყაში მოქცევას, თუმცა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები თავდაცვას განაგრძობენ.

გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების 17 შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკის და 11 - ამავე ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებებით. 9 იერიშია მოგერიებული ზაპოროჟიეს ოლქში და 15 - კუპიანსკის მიმართულებით ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტის, სინკოვკის რაიონში.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, 14 დეკემბერს რუსეთის ძალებს წარმატებისთვის არ მიუღწევიათ ფრონტის კუპიანსკი-სვატოვოს ხაზზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S