
"საქნახშირი" განცხადებას ავრცელებს
27/05/2019 14:19:12 ეკონომიკა
"საქნახშირი" ტყიბულში ნახშირის უნებართვოდ მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქნახშირის ადმინისტრაციის განმარტებით, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ , ასევე კომპანიამ მიმართა შესამაბის უწყებებს რომ გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.
აქვე ვადასტურებთ რომ აღნიშნული პიროვნება 2010 წლიდან არის საქნახშირის თანამშრომელი და მუშაობს ელმავლის მემანქანედ, მიუხედავად იმისა რომ ის ირიცხება კომპანიის თანამშრომელად ცვლიანობის გრაფიკის გათვალისწინებით დღეს მას სამუშოა დღე არ ჰქონდა.
მას შემდეგ რაც კომპანიამ რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებრათვო შეჭრა და ნახშირის მოპოვება, მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრის სსიპ „ წიაღის ეროვნულ სააგენტოს“ რათა გაეტარებინათ შესაბამისი ზომები წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით.
ვინაიდან კომპანიამ რამდენჯერმე მიმართა ინდმეწარმეებს შეეჩერებინათ ნახაშირმოპოვებითი სამუშაოები. „საქნახშირი“ ფლობდა ინფორმაციას რომ აღნიშნული კოტრაქტორები პერიოდულად , ფარულად აგრძელებდენენ მოპოვებით სამუშოებს ლიცენზიის სამთო მინაკუთვნებში არსებულ გარე შახტებში", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: დღეს ტყიბულში ქვა-ნახშირის კარიერში მიწა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა. სამაშველო ოპერაციაში მაშველებთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც არის ჩართული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.