Accentnews.ge
ჯუანშერ ბურჭულაძე: „მინდა,  მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს,რომელმაც კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა“

ჯუანშერ ბურჭულაძე: „მინდა,  მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს,რომელმაც კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა“

18/12/2023 06:19:11 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში „იმედი Live“ თავდაცვის სამინისტროს წლიური საქმიანობის შეჯამებისას, სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ მიულოცა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "მინისტრმა კანდიდატობის სტატუსის მიღების მიზნით, გაწეულ სამუშაოსა და განხორციელებული რეფორმების პროცესში, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისა და თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება".

„მინდა, დავიწყო მილოცვით,მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დიდი წარმატება, მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს, რომელმაც კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა და მომავალშიც ასე იქნება. ძალიან დიდი სამუშაო გასწია პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ სრული შემადგენლობით. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ გამოწვევების ფონზე არა თუ ჩამოვრჩით რაიმე სფეროში რომელიმე ქვეყანას, არამედ, ჩვენი ქვეყანა სტაბილურად ვითარდება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, "მან მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა, რომლის მმართველობა ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი აღმოჩნდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S