Accentnews.ge
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

18/12/2023 06:47:54 სამართალი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 2 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S