Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი:  2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის – სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები

თავდაცვის მინისტრი:  2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის – სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები

18/12/2023 07:19:14 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2 წელიწადში სრულად იქნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის – სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედი" ეთერში ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ამაღლების მიმართულებით მიმდინარე წელს გადადგმული ნაბიჯები თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში „იმედი Live“ შეაჯამა".

მისი თქმით, "2023 წელს თავდაცვის უწყებამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი შესყიდვები გააფორმა, რაც თავდაცვის ძალების საშუალოვადიან და გრძელვადიან განვითარებაზეა პასუხისმგებელი".

„გრძელვადიანგანვითარებაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, თუ სად უნდა მივიდეთ საშუალებების მხრივ 10 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ სამიზნეს გაცილებით გადავაჭარბეთ, გავასწარით და დავდეთ ისეთი ხელშეკრულებები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ევროკავშირის დახმარება 13 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც 2021 წელს მივიღეთ, პირველი პრეცედენტი იყო. შემდეგ წელს 20 მილიონი მივიღეთ, 30 მილიონი და ასეთი პროგრესით ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობის როლი აქ დიდია, ასევე ზოგადად ჩვენი ხელისუფლების“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

როგორც მან აღნიშნა, "უკვე გაფორმებული შესყიდვების მიღების შედეგად 2 წელიწადში სრულად იქნება დაცული თბილისის ცა, მათ შორისსტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები და ა.შ.".

„ეს არასდროს ყოფილა საქართველოში და ჩვენ ამას მივაღწევთ. ფაქტობრივად, უკვე ამისკენ გადადგმული ნაბიჯები ამის გარანტიაა“, - განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S