Accentnews.ge
ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჯარის პოპულარიზაციის ყველა პროგრამას ძალიან დიდი ეფექტი და შედეგი აქვს“

ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჯარის პოპულარიზაციის ყველა პროგრამას ძალიან დიდი ეფექტი და შედეგი აქვს“

18/12/2023 07:34:29 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2023 წელს ჯარის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის, „ჯარის ბანაკსა“ და „ჩვენ ჯარზე“ ისაუბრა, რაც ერთის მხრივ, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მეორეს მხრივ, სკოლის მოსწავლეებისსამხედრო ბაზებზე ვიზიტებს ითვალისწინებს.

მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირების დონის ამაღლება ინსტიტუციის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია:

„ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ პროექტი „ჯარის ბანაკი“, ფაქტობრივად პირველი წელი იყო, როდესაც საზაფხულო ბანაკები გვქონდა, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. ეს პროექტი ახალგაზრდებზეა ორიენტირებული,ვინც მომავალში უნდა გახდნენ ჯარისკაცები, დაინტერესდნენ ქართული ჯარით, ჯარში მსახურებით. პარალელურად, იმ პირობების პოპულარიზაციას ვეწევით, რაც შევქმენით. შევდივართ სკოლებში, ვხვდებით სტუდენტებს, და იმ მოქნილობით, რაც გავაკეთეთ,სტუდენტებს მივეცით საშუალება, სწავლის პარალელურად, წელიწადში ერთი თვე იმსახურონდა გაიარონ ჯარი“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მსგავსი პროექტები, რომელიც ხელსუწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, გაგრძელდება და უფრომასშტაბურ სახეს მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S