Accentnews.ge
ქალაქი ფოთი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია

ქალაქი ფოთი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია

18/12/2023 09:44:39 რეგიონები, რეკლამა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტი ,, საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ 2023 წლის ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.

,, საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლას“ ფოთის მერია, უკვე მეორე წელია, წარმატებით ახორციელებს. პროექტის მონაწილე მოზარდები ათი დღის განმავლობაში ეუფლებიან სამსახიობო ხელოვნებას, კინოდრამატურგიას, კინოსაოპერატორო ხელოვნებას, კინორეჟისურას და მონტაჟს, კინოსა და კულტურის მენეჯმენტს. თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და რეჟისორები ატარებენ. ,,საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა" ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც გადაღებულმა მხატვრულმა ფილმმა საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი - ,,ოქროს პეპელა" მოიპოვა. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ახალი მუნიციპალური სერვისების და სისტემური მიდგომების დანერგვას ქალაქის განვითარების პროცესში” -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ფოთის მერიის ცნობით, გამარჯვებული თვითმმართველი ერთეულები საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითა და შესაბამისი დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გამოავლინა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S