Accentnews.ge
სომხეთი შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო  დაწესებულ სანქციებს

სომხეთი შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო  დაწესებულ სანქციებს

18/12/2023 10:39:16 კავკასია, მსოფლიო

12 ქვეყანა, მათ შორის მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი, შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის გამო დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

4 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ სამი წლით გაახანგრძლივა გლობალური სანქციების რეჟიმი ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ.

ამავდროულად, სიას დაემატა რამდენიმე სახელი - კერძოდ, სიაში მოხვდა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი და რუსული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" რამდენიმე ინსტრუქტორი.

„საბჭოს გადაწყვეტილებას უერთდებიან კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, ჩერნოგორია, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე EFTA ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.

„ევროკავშირი ითვალისწინებს და მიესალმება ამ ვალდებულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S