Accentnews.ge
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს

18/12/2023 11:01:29 სამართალი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„მოსული უხვი ნალექის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა რვა ადამიანი. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეცტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S