Accentnews.ge
სომხეთი და აზერბაიჯანი ევროპული "მაგნიტსკის სიის" მხარდამჭერი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოშალეს, საქართველო კი მასში ამ დრომდე არ ფიგურირებს

სომხეთი და აზერბაიჯანი ევროპული "მაგნიტსკის სიის" მხარდამჭერი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოშალეს, საქართველო კი მასში ამ დრომდე არ ფიგურირებს

18/12/2023 21:28:17 კავკასია

სომხეთი და აზერბაიჯანი ამოშალეს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომლებიც ევროპული "მაგნიტსკის სიის" მოქმედების სამი წლით - 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას უჭერენ მხარს. რას უკავშირდება ეს ცვლილება, არ კონკრეტდება.

ორივე ეს ქვეყანა ჯერ კიდევ 18 დეკემბერს ევროპული საბჭოს საიტზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ხელმძღვანელ ზოჯეპ ბორელის სახელით გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში მოხსენიებული იყო ისეთი სახელმწიფოების გვერდში, როგორებიცაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატები ჩრდილოეთ მაკედონია, ჩერნოგორია, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ევროზონაში შემავალი ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია.

ჩამონათვალში ამ დრომდე არ ფიგურირებს საქართველო, რომელიც ევროპულ "მაგნიტსკის სიას" 2020 წელს შეუერთდა, თუმცა მას შემდეგ მისი პროლონგაციისთვის მხარი არ დაუჭერია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოს, ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, ევალება, "აამაღლოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულების დონე".

ცნობისთვის: ე.წ. ევროპული "მაგნიტსტის სია" იმ შეზღუდვების ჩამონათვალია, რომელსაც ბრიუსელი "ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების" ჩამდენთა მიმართ აწესებს. ამ რეჟიმის ფარგლებში ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა და ფინანსური აქტივების გაყინვა ეხებათ მოქალაქეებს, ძალოვან უწყებებსა და კოპანიებს რუსეთიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, სირიიდან და რიგი სხვა სახელმწიფოებიდან. სხვებთან ერთად, ევროპულ "მაგნიტსკის სიაში" ფიგურირებენ რუსი მაღალჩინსნები, კერძოდ, სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასტრიკინი, გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, როსგვარდიის დირექტორი ვიქტორ ზოლოტოვი, სასაჯელაღსრულების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ალექსანდრე კალაშნიკოვი.

პირველად "მაგნიტსკის სია" 2012 წელს აშშ-მა მიიღო. ეს სახელი მას რუსი საგადასახადო კოსულტანტის - სერგეი მაგნიტსკის პატივსაცემად მიენიჭა, რომელიც 2009 წლის ბოლოს მოსკოვის ციხეში ნაწამები გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S