Accentnews.ge
ადვოკატი: სტრასბურგმა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადვოკატი: სტრასბურგმა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

19/12/2023 09:43:00 კონფლიქტები, სამართალი

გიგა ოთხოზორიას ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ დავა მოიგო,– ამის შესახებ ადვოკატი გიორგი ტაბატაძე იუწყება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში იცავდა მოსარჩელეების ინტერესებს.

მისი ცნობით, სასამართლომ რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ჩემი იდეა იყო ამ საქმეში მომჩივანი ყოფილიყო არა მხოლოდ გიგა ოთხოზორიას დედა ან მეუღლე არამედ მთელლი ოჯახი, მათ შორის ბავშვებიც. სიმბოლურია რომ დღეს ბავშვებმა მოიგეს ეს ბრძოლა. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ, არ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა",– ამბობს ტაბატაძე და განმარტავს, რომ აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას.

"ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები",– აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან.

მკვლელობის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის მოტივით მალევე შეწყვიტა.

საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ეძებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს რაშიდ კანჯი-ოღლის. მას ქართულმა სასამართლომ 2017 წელს, დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. კანჯი-ოღლი ინტერპოლით იძებნება.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის იანვარში შევიდა. ამას წინ უძღოდა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ რუსეთის ფედერაციისადმი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისადმი არაერთი უშედეგო მიმართვა, გამოეძიებინათ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S