
ჭიათურაში მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს
27/05/2019 15:40:34 სხვა, საზოგადოება
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. მაღაროელებმა გაფიცვა შეწყიტეს.
შეთანხმების თანახმად, მაღაროელებს 1 ივნისიდან ხელფასი 25%-ით გაეზრდებათ, წლის განმავლობაში კი 10 %-ით. მაღაროელების თქმით, ისინი მუშაობას ხვალიდან განაახლებენ.
ცნობისთვის: დღეს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა. მაღაროელები ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 11 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.