Accentnews.ge
სპეციალური საგამოძიებო სამსახური: ქუთაისში შსს-ს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დავიწყეთ

სპეციალური საგამოძიებო სამსახური: ქუთაისში შსს-ს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დავიწყეთ

19/12/2023 13:25:06 სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებამ ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 19 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S