Accentnews.ge
საფრანგეთში ქართველი ქალი ქმრის მკვლელობისთვის დააკავეს

საფრანგეთში ქართველი ქალი ქმრის მკვლელობისთვის დააკავეს

20/12/2023 06:13:14 სამართალი

საფრანგეთის ქალაქ ტულონში 28 წლის ქართველი ქალი ლანა კ., 31 წლის მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეზობლები ამბობენ, რომ წყვილს შორის ჩხუბის ხმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისულ პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ და მისი რეანიმირება ვეღარ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, დახრჩობის კვალი აღენიშნება.

წყვილის ხუთ შვილზე, რომლებიც მცირეწლოვნები არიან, ბავშვთა სოციალური სამსახური ზრუნავს. გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. იგეგმება ეჭვმიტანილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება.

ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ლანა კ. მეუღლის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა, პროცედურა გაუქმდა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ძალადობა უარყო.

დაკავებული ქალის დედა "მთავარ არხთან" ამბობს, რომ კაცი მის შვილზე ძალადობდა და წყვილს შორის ხშირად იყო კონფლიქტი.

"ინვალიდი შვილი ჰყავდათ და იმის გამო წავიდნენ. თურმე ჩემს შვილზე ძალადობდა, წამალდამოკიდებული გამხდარა და "ფული მოიტანე, იმას დაესესხე, იქიდან მომიტანე, აქედან მომიტანეო" და სულ ჩხუბი ჰქონიათ. [...] გაქცეული არსად არ ყოფილა, ადგილზე აიყვანეს ჩემი შვილი", - ამბობს დედა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S