
მიუსაფარმა ძაღლმა ხარშურში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაკბინა
20/12/2023 07:27:58 რეგიონები, საზოგადოება
ხაშურში მიუსაფარმა ძაღლმა 2 ადამიანი დაკბინა,– იუწყება ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" მოქალაქეზე დაყრდნობით ავრცელებს.
იუწყებიან, რომ შემთხვევა ბაზრის ტერიტორიაზე 19 დეკემბერს მოხდა.
გამოცემა წერს, რომ ორივე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პირველადი დახმარების აღმოჩენისა და ჭრილობების დამუშავების შემდეგ, ისინი თავს კარგად გრძნობენ.
კიდევ ერთი მედიასაშუალება – "მთავარი არხი" იუწყება, რომ როგორც მის გადამღებ ჯგუფს ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, 20 დეკემბრის 11:00 საათამდე არსებული მონაცემებით, კლინიკაში ცხოველის მიერ დაკბენილი 4 ადამიანი შეიყვანეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021