
უკრაინის ომიდან სომხეთში გაქცეული რუსი სამხედრო რუსეთში დააბრუნეს
20/12/2023 10:03:36 კავკასია
რუსულ არმიაში მობილიზებული დიმიტრი სეტრაკოვი, რომელიც უკრაინის ომს სომხეთში გაიქცა, რუსეთში იპოვეს. ის შესაძლოა დონის–როსტოვის სამხედრო პოლიციაში იმყოფებოდეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა პროექტმა „იაერი ტყით" იტყობინება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სეტრაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამსახურებრივი ადგილის უნებართვოდ დატოვების გამო. ამ მუხლით მას ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სეტრაკოვი 39 წლისაა, მობილიზებული როსტოვის ოლქიდან. მან დაახლოებით ექვსი თვე გაატარა უკრაინაში რუსული არმიის პოზიციებზე ზაპოროჟიეს რეგიონში, ზაფხულის კონტრშეტევის დროს უკრაინის არმიის თავდასხმის ძირითადი მიმართულების ზონაში. აპრილში ის საავადმყოფოდან გაიქცა, სადაც ტრავმის გამო აღმოჩნდა.
ის შემოდგომამდე იმალებოდა, რის შემდეგაც ხელისუფლებას ჩაბარდა. ის დააკავეს, მაგრამ გაქცევა კვლავ მოახერხა ნოემბერში, როდესაც სამედიცინო შემოწმებაზე გადაიყვანეს, – აცხადებენ უფლებადამცველები. სომხეთში გამგზავრებაში მას უფლებათა დაცვის პროექტი დაეხმარა.
სომხეტსი ის დეკემბრის დასაწყისში დააკავეს. პროექტის "იაერე ტყით" დამფუძნებელი გრიგორი სვერდლინი ამტკიცებს, რომ დაკავება რუსეთის სამხედრო პოლიციამ განახორციელა, რაც უკანონოა. სომხეთის ხელისუფლებას ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. სეტრაკოვის ექსტრადიცია პირველი ცნობილი შემთხვევაა, როდესაც ომიდან გაქცეული რუსი სომხეთის ტერიტორიიდან იქნა ექსტრადირებული.