
სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
20/12/2023 15:48:18 სამართალი
სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ – ორ ქვეითს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.