Accentnews.ge
რუსეთი ცხინვალს დაფინანსებას უმცირებს

რუსეთი ცხინვალს დაფინანსებას უმცირებს

20/12/2023 16:06:03 კონფლიქტები

რუსეთი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს დაფინანსებას უმცირებს. ამის შესახებ ოსური "პარლამენტის" საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ელენა ჯიოევამ რუს კოლეგასთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, "სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის დაფინანსების საბაზისო ნაწილი 2016 წლიდან 3 მლრდ 609 მლნ რუბლს შეადგენდა, ხოლო 2024 წლისთვის 3 მლრდ 325 რუბლითაა განსაზღვრული".

"რუსულმა მხარემ 284 მლნ რუბლის ოდენობის სახსრების სეკვესტრირება მოახდინა. აღქმა 2023 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით არსებობს. რაც შეეხება 2024 წელს, საჭირო სახსრები ბიუეტში ჯერ არ ჩადებულა. მე ეს საკითხიც დავაყენე დღის წესრიგში. მეორე მიმართულება, რომელიც რუს კოლეასთან განვიხილეთ, საბიუჯეტო ინვესტიციებს, საინვესტიციო საქმიანობას შეეხება. რუსეთმა უნდა გამოყოს სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი იმ საინვესტიციო პროექტების სახელმწიფო მხარდაჭერის სახსრებიც, რომელთა ზღვრული ლიმიტი 408 მლნ რუბლითაა განსაზღვრული. სამხრეთ ოსეთს ჯერ არც ეს ფული მიუღია", – დასძინა ჯიოევამ.

დაახლოებით ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი დაფინანსებას საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონს - აფხაზეთსაც უმცირებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S