Accentnews.ge
სომხეთმა "სპუტნიკის" მაუწყებელს ლიცენზია შეუჩერა

სომხეთმა "სპუტნიკის" მაუწყებელს ლიცენზია შეუჩერა

21/12/2023 07:42:05 კავკასია

სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ 30 დღით შეუჩერა მაუწყებლობის ლიცენზია კომპანია Тоспа-ს, რომელიც რადიო Sputnik Armenia-ს გადასცემს.

კომისიამ გადაწყვეტილება Тоспа-ს მიმართ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღო, რასაც წინ უძროდა რუსი პროპაგანდისტის ტიგრან კეოსაიანის მიერ მისსავე საავტორო გადაცემაში 17 ნოემბერს გაჟღერებული მოსაზრებები. მარეგულირებლის თქმით, მან სომხეთსა და მის მაცხოვრებლებზე "დამცინავი და დამამცირებელი სიტყვებით" ისაუბრა და "კანონით აკრძალული ქმედებებისკენ" მოუწოდა.

Sputnik სომხეთი წერს, რომ კეოსაიანმა "არაერთი მკაცრი და კრიტიკული შეფასება გააჟღერა პრემიერ– მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, დაადანაშაულა ღალატში და დასვა კითხვა, მართლა ფიქრობს თუ არა ფაშინიანი, რომ "ამ ღალატის შემდეგ ცოცხალი დარჩება?!". გამოცემა ამტკიცებს, რომ კომისიამ ეს სიტყვები ძალადობის წამქეზებლად მიიჩნია.

Тоспа-ს ადვოკატი სიმონ ფარმანიანი არ დაეთანხმა კომისიის გადაწყვეტილებას და თქვა, რომ კეოსაიანის განცხადებები შეიცავს "ადამიანის პიროვნების შეფასებას" და არა ძალადობისკენ მოწოდებას.

მეორე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო Абовян Тайм-ის პროგრამის გამოც. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ გადაცემა ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და გამოთქვამს მოსაზრებებს, რამაც შეიძლება, "პანიკა გამოიწვიოს" ქვეყნის მოსახლეობაში. ამ ოქმის ფარგლებში კომისიამ დაახლოებით 1 200 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა კომპანიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S