
სპეცოპერაცია შიდა ქართლში – დაკავებულია ექვსი პირი
21/12/2023 08:12:20 სამართალი, რეგიონები
შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში ექვსი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გამთენიისას ჩაატარეს.
ირკვევა, რომ ყველა მათგანს ხე-ტყის უკანონო მოპოვებას ედავებიან.
შსს–ში დაადასტურეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით დაიწყო, რაც ხე - ტყის უკანონო გაჩეხვას გულისხმობს.