Accentnews.ge
მედია: ყაზბეგის მერი ისევ დაესხა თავს მოქალაქეს, რომელიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და ხელი დაიზიანა

მედია: ყაზბეგის მერი ისევ დაესხა თავს მოქალაქეს, რომელიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და ხელი დაიზიანა

21/12/2023 10:03:08 რეგიონები, საზოგადოება

"მთის ამბების" ინფორმაციით, ყაზბეგის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი კვლავ დაესხა თავს მოქალაქე მარტია პაპიაშვილს, რომელიც "კამარა ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს. პირველად "მთის ამბებმა" 21 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, ავსაჯანიშვილმა აღნიშნული უარყო.

გამოცემის ინფორმაციით, ამის შემდეგ ბაკურ ავსაჯანიშვილი იგივე მოქალაქეს თავს დაესხა სოფელ აჩხოტში და ჩხუბის დროს ხელი დაიზიანა. მედიასთან მერი აღნიშნულს ისევ უარყოფს და ამბობს, რომ მარტია პაპიაშვილისთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

"არ ყოფილა არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა და არც სიტყვიერი", –ამბობს მერი.

ჟურნალისტი ჩაეკითხა, "ხელი იქ არ დაიზიანეთ?"

"ხელი სად დავიზიანე, ვარჯიშის დროს დავიზიანე, არ დამიზიანებია იქ", - პასუხობს მერი "მთის ამბებთან".

მედიასაშუალების ცნობით, ავსაჯანიშვილს ხელი შეხვეული აქვს და მან სამედიცინო დახმარებისთვის ადგილობრივ საავადმყოფოსაც მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S