Accentnews.ge
მალიუკი: სიურპრიზებს ვამზადებთ, ომი კრემლს მაქსიმალურად მიუახლოვდება

მალიუკი: სიურპრიზებს ვამზადებთ, ომი კრემლს მაქსიმალურად მიუახლოვდება

21/12/2023 11:05:41 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მომავალ წელს აპირებს დივერსიული ოპერაციების გააქტიურებას რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სიღრმეში, რათა ომი მაქსიმალურად მიუახლოვდეს კრემლს, განუცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკმა Politico-ს. წერს BBC.

„ჩვენს გეგმებს ვერ ვამხელთ - მტრისთვის შოკად უნდა დარჩეს. სიურპრიზებს ვამზადებთ... ჩვენს თითოეულ სპეცოპერაციას თავისი შედეგი მოაქვს. ეს ყველაფერი ართულებს რუსეთის უნარს ომის წარმოებაში და აახლოებს უკრაინის გამარჯვებას... ოკუპანტებმა უნდა გაიგონ, რომ დამალვას ვერ შეძლებენ. ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ“, - თქვა გენერალ-მაიორმა მალიუკმა გამოცემასთან.

ის სამომავლო ოპერაციების არეალებს შორის ასახელებს ყირიმსა და შავ ზღვას, სადაც უკრაინელები იმედოვნებენ, რომ საზღვაო დრონების გამოყენებით მიღწეულ წლევანდელ წარმატებულ ოპერაციებს დაეყრდნობიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S